пятница, 25 декабря 2009 г.

Asteroids - ასტეროიდები

მოდი დღეს ცოტა ასტეროიდებზე დავწეროთ ;).. კოსმოსურ ნატეხებს, რომლებიც პლანეტის ზედაპირზე ეცემა მეტეორიტი ეწოდება.. დღემდე მეტეორიტის დაცემის შედეგად ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები ცნობილი არ არის.. თუმცა 1911 წელს ეგვიპტეში მეტეორიტის ჩამოვარდნას ძაღლი ემსხვერპლა... საცოდავი :D .. ბერინჯერის კრატერი რომელიც ამ სურათზეა ნაჩვენები 50 000 წლის წინ წარმოიქმნა, როდესაც აქ რკინის 10 000 ტონიანი ლოდი ჩამოვარდა. დედამიწაზე ამაზე დიდი მეტეორიტებიც ეცემა, თუმცა ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.. მეცნიერთა აზრით, დინოზავრების გადაშენება 65 მილიონი წლის წინ ცენტრალურ ამერიკაში 10 კილომეტრი სიგანის ასტეროიდის დაცემის შედეგი იყო.
 ეს ასტეროიდი რომელსაც "იდა" ეწოდება, რომელიც სიგრძით 52 კილომეტრს აღემატება. იდა რომ დედამიწაზე ცამოვარდეს გაქრება სიცოცხლის ყველა ფორმა ბაქტერიების გარდა.. ხმელეთს ცეცხლოვანი ტალღები გადაუვლის, დაიწყება ოკეანის დიდი მოქცევები, მიწისძვრები და ლავის მასიური ამოფრქვევა.. ცაში ავარდნილი მტვერი რამდენიმე წლით დაჩრდილავს მზის სინათლეს.. გავიხაროთ რადგან ეს ასტეროიდი დედამიწის მიმართულებით არ მოძრაობს.. :]

მეცნიერების გათვლებით დედამიწას 2030 წლისთვის საკმაოდ დიდი ასტეროიდი შეიძლება შეეჯახოს მაგრამ მათი მტკიცებით ამ დროისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მის ასე ვთქვათ ასაცილებლად :] ... ასტეროიდების შესახებ National geography ის დოკუმენტური ფილმის ყურება შეგიძლიათ აქ : http://avoe.ge/movies/one.php?mid=9853
 

вторник, 22 декабря 2009 г.

Man VS Wild - ადამიანი ბუნების წინააღმდეგ



  ვინ არის ყველაზე ჯამრთელი გიჟი ? ამ შეკითხვას თუ დასვავთ ამ შეკითხვას მხოლოდ ერთი პასუხი ექნება ბეარ გრიზლი... Discovery channel - ჩემთვის ყველაზე საინტერესო გადაცემა სადაც მთავარი გმირი გვარად გრიზლი მიდის მსოფლიოს ყველაზე საშიშ და უკაცრიელ ადგილებში და ცდილობს თავი გადაირჩინოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა დანის და წყლის ბოთლის ამარა... ის არ ერიდება 40 მეტრიანი ჩანჩქერებიდან ხტომას ანდა ალიგატორთან ერთი ერთზე შებრძოლებას.. მატლების, სკუნსების , ნეხვის ჭიების ჭამას და საკუთარი შარდის დალევა რომ არ ჩავთვალოთ თავის გადასარჩენად... აგრეთვე სერიალში ნაჩვენებია მართლაც მსოფლიოს ულამაზესი ადგილები სადაც ადამიანს ფეხი იშვიათად თუ დაუდგავს. პირადად მე ძალიან მინდა რომ ოდესმე ასეთ უცნაურ და არაორდინალურ სიტუაციაში მოვხდე ვისაც კი არ გაქვთ ნანახი ეს სერიალი კი გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ძალიან მაგრად გაერთობით და აგრეთვე ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გაიგებთ... ასე რომ GO პირველყოფილ სამყაროში სამოგზაუროდ ბეარ გრიზლთან ერთად... :]]]]

მესამე სეზონის სერიები შეგიძლიათ გადაიწეროთ აქედან
http://none.ge/index.php?newsid=2069

понедельник, 21 декабря 2009 г.

Cigarette - სიგარეტი

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობს. სწორედ მათი მოსახლეობის ხარჯზე იზრდება გამუდმებით მწეველთა რიცხვი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლამდე შეიძლება 1,6 მილიარდსაც მიაღწიოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი ყოველ 8 წამში). ეს კიდევ არაფერი; თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.
ცივილიზებულ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობაც და ერთ სულ მოსახლეზე სიგარეტის მოხმარებაც უფრო და უფრო მცირდება. ამ ტენდენციას თამბაქოსთან აქტიურ ბრძოლას უკავშირებენ. ასეთი ბრძოლა ჩვენთანაც დაიწყო – აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დაწესდა ჯარიმები, ლაპარაკობენ თამბაქოს მწარმოებელთათვის გადასახადების მომატებაზე, რაც სიგარეტის ფასის ზრდას გამოიწვევს... ამ მეთოდმა სხვა ქვეყნებში გაამართლა: მხოლოდ სიგარეტის გაძვირებამ ნიუ იორკში მწეველთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში ასი ათასით შეამცირა. თანაც სიძვირე თურმე პირველ რიგში დამწყებ მწეველებს აფრთხობს.
ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ამერიკული მეთოდი ქართულ სინამდვილეში, სადღეისოდ კი სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია. უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9 პროცენტით გაიზარდა. მოზარდთა 42,4 პროცენტი მწეველია – ასეთია სტატისტიკოსთა განაჩენი.

ნახშირჟანგს (სხვაგვარად მხუთავ აირს რომ უწოდებენ) ჰემოგლობინის შებოჭვის უნარი აქვს. წარმოქმნილ კარბოქსიჰემოგლობინს ჟანგბადი ვეღარ გადააქვს და უჯრედები უჰაერობით იხუთებიან. თუ დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევით, ორგანიზმში 400 მლ-ზე მეტი მხუთავი აირი ხვდება, კარბოქსიჰემოგლობინის დონე კი 7-10%-ს შეადგენს. ასე რომ, ყველა ორგანო და სისტემა ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის. მეტიც – იტალიელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ სიგარეტს ავტომობილის გამონაბოლქვის ჩასუნთქვაც კი სჯობია. მათ დახურულ ავტოფარეხში დიზელის ძრავის მქონე ავტომობილი 30 წუთით ამუშავეს, კარი გამოაღეს და გაზომვა ჩაატარეს. შემდეგ იმავე ფარეხში ერთმანეთის მიყოლებით სამად სამი სიგარეტი დაწვეს. გაგიკვირდებათ და I შემთხვევაში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია დასაშვებს ორჯერ აღემატებოდა, მეორეში კი თხუთმეტჯერ..

მალბოროს ცნობილი კოვბოის როლის სამი შემსრულებელი სწორედ თამბაქომ შეიწირა: დევიდ მილარი 1987 წელს მოკვდა ემფიზემით, უეინ მაკლარენი – 1992 წელს, როცა ფილტვის კიბო ტვინზეც გავრცელდა, ხოლო დევიდ მაკლინი – 1995 წელს ფილტვის კიბოთი.

ნაფაზის დარტყმისას თამბაქოსთან ერთად პაპიროსის ქაღალდიც ალდება. ამ დროს დაახლოებით 1200 მავნე ნივთიერება წარმოიქმნება, მათ შორის – ნახშირჟანგი, ჭვარტლი, ბენზპირენი, ჭიანჭველასი და ციანიდის მჟავები, დარიშხანი, წყალბადი, აცეტილენი, რადიაქტიური ელემენტები... დაბოლოს, კუპრი, რომელშიც 43 კანცეროგენი (კიბოს გამომწვევი კომპონენტი) დაითვალეს.


აბა გავედი მოვსწიო ერთი ღერი :)

Oasis of the Seas - მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერი



ტრანსატლანტიკური პირველი რეისის შემდგომ, ფინეთიდან ფორტ–ლოდერდეილის ნაპირს მიადგა 17 გემბანიანი ხომალდი – Oasis of the Seas, რომლის სიგრძე 361 მ–ი, სიგანე 66მ–ი, ხოლო ეკიპაჟი 2100 ადამიანს შეადგენს. მასზე არსებულ 2704 კაიუტაში შესაძლებელია 6360 მგზავრის განთავსება.ლაინერი – Oasis of the Seas აიგო ფინეთში, კომპანია – Royal Caribbean International–ის დაკვეთით. დღევანდელ დღეს იგი ყველაზე დიდი ზომის ლაინერია მსოფლიოში არსებულ ლაინერთა შორის. ზომით ის 5–ჯერ აღემატება საყოველთაოდ ცნობილ „ტიტანიკს“. მასზე განთავსებულია: ფიტნეს დარბაზები, SPA, თეატრი, ჯაზ–კლუბი, დაუჯერებელი ზომის საცურაო აუზები და უამრავი სხვა რამ.
კაიუტებს შორის 30 კაიუტა გახლავთ loft–ის კატეგორიის (თითოეული მათგანის ფართობი შეადგენს 51კვ. მეტრიდან 141კვ. მეტრამდე). მთლიანი სივრცე, კი დაყოფილია 7 თემატიკურ ზონად. ლაინერზე არსებულ პარკში 12,000 სხვადასხვა სახის მცენარე ხარობს. ერთ–ერთი ზონა, რომლის სახელწოდებაცაა Central Park–ი, წარმოადგენს მოედანს, სადაც ბუტიკები, რესტორნები და ბარებია განთავსებული. ბარებთაგან ერთ–ერთი ისეა განთავსებული, რომ მასში შესვლა და გამოსვლა შესაძლებელია სხვადასხვა გემბანიდან.
Oasis of the Seas გასართობი საშუალებებიდან აღსანიშნავია: საციგურაო მოედანი, გოლფ–კლუბი, 750 ადგილიანი ღია ამფითეატრი, 1300 ადგილიანი დახურული თეატრი, 4 საცურაო აუზი, რომელთაც 10 მეტრიანი სახტომი ანძები გააჩნიათ, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები და ათობით მოედანი, სადაც ბავშვები შეძლებენ ძიძების ზედამხედველობის ქვეშ გართობას. ლაინერის მშენებლობამ შეადგინა 1,5 მილიარდი დოლარი.

P.S მოვა დრო და საქართველოშიც ააშენებენ ესეთებს :)

воскресенье, 20 декабря 2009 г.

Da Vinci Code - და ვინჩის კოდი



ალბათ ყველას გაქვთ ნანახი მხატვრული ფილმი "და ვინჩის კოდი" ... მასში აღწერილია ბევრი ისეთი რამ რაც ყოვლად ეწინააღმდეგება ეკლესიურ მოძღვრებას...სადაც ნათქვამია რომ ყველა დროის უდიდესი მხატვარი, ლეონარდო და ვინჩი თავის ნახატებში შიფრავს იმას რომ ვითომ იესო-ქრისტეს ცოლი იყო მარია მაგდალინელი და მათ შთამომავლობაც დარჩათ... ეს ფაქტი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, მაგრამ მოდით დავაკონკრეტოთ რა შეესაბამება სიმართლეს და რა არა... :) მოცემული ფილმის ყურება კი შეგიძლიათ ინტერნეტში http://avoe.ge/movies/one.php?mid=6514
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=CJDKI

1.და ვინჩის ნახატებში არ არის დადგენილი თუ რა საიდუმლო იმალება ან საერთოდ იმალება თუ არა რამე..

2.თუნდაც და ვინჩის დაეწერა სიტყვა სიტყვით რომ ეს ესეა და ეს იდეა ეწინააღმდეგება ეკლესიურ მოძღვრებას რომელს დაუჯერებდით ეკლესიას თუ და ვინჩის?

3.ფილმში აღწერილია რომ ქრისტეს შთამომავლები ტამპლიერთა რაინდთა ორდენი იყო... ეს ორდენი რომის პაპმა გარკვეული დავალებებისთვის შექმნა მაგრამ 2 საუკუნის შემდეგ რომის პაპის ბრძანებითვე ყველა ტამპლიერი კოცონზე დაწვეს რატომ?

4.და ვინჩის ნახატზე "საიდუმლო სერობა" ქრისტეს გვერდით ქალი ზის რატომ?

ასე შემდეგ და ასე შემდეგ უამრავი კითხვა გროვდება მაგრამ დამიჯერეთ არაა მიზანშეწონილი რომ ამერიკული ბოევიკ ფანტასტიკების :D ყურების შემდეგ რამე დაიჯეროთ... :)აი ნამდვილი და ძალიან საინტერესო ლეგენდასავით თუ როგორ დაიხატა 'საიდუმლო სერობა":
”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, სეშინებულმა წამოიყვურა: - ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! - კი მაგრამ, საიდან?. - გაუკვირდა ლეონარდოს. - სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა..

ეს კი "მონა ლიზას" განხილვა : ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს. ძნელია ნახატზე გამოსახული პიროვნების იდენთიფიცირება . დღემდე არსებობდა რამდენიმე სადვაო და ხშირად აბსურდული მოსაზრება ამ პიროვნების ვინაობის შესახებ:
ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი;
ეკატერინე სფორცა;
იზაბელა დ’ესტე;
უბრალოდ იდეალური ქალი;
ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის სამოსში;
ლეონარდოს ავტოპორტრეტი.

საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მოიცავს, ყოველდღიურად მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს. :)

суббота, 19 декабря 2009 г.

Shroud of Turin - ტურინის გარდასახვა

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ძალიან საინტერესო და ყოველი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვან ამბავზე... ტურინის გარდასახვა ანუ მაცხოვრის იესო ქრისტეს უკანასკნელი სამოსი.. ტილო რომელშიც იესო დაკრძალვისას გაახვიეს და შემდეგ ზუსტად ეს ტილო დარჩა საფლავში როდესაც უფალი მკვდრეთით აღსდგა..

1898 წ. 28 მაისს სუდარა გამოიტანეს რელიგიური ხელოვნების გამოფენაზე ქ. ტურინში, სადაც ის გადაიღო იტალიელმა ადვოკატმა და ფოტომოყვარულმა სეკონდო პიამ. მან გააკეთა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50X60 სმ). ფირის გამჟღავნებისას კი მოხდა იმ დროისთვის მეცნიერულად აუხსნელი და წარმოუდგენელი მოვლენა: ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი და კეთილშობილი სახის მამაკაცის პოზიტიური ფოტოგრაფიული გამოსახულება. ამ უჩვეულო მოვლენის შემდგომ სუდარით განსაკუთრებულად დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები. თანამედროვე ფოტოგრაფიებზე ძალზედ მკაფიოდ ჩანს სისხლჩაქცევები, ამოგლეჯილი წვერი თუ სხვა დანარჩენი ჭრილობები. მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ სმირნისა და ალოესაგან დამზადებულ ნელსაცხებელს თუ წავუსვამთ მიცვალებულს, ანაბეჭდები მართლაც გადავა სუდარაზე, მაგრამ ასეთ ანაბეჭდებს არ ექნებათ სხეულის კონტურის სწორი მოხაზულობა. ასეთი ანაბეჭდები დაემსგავსებიან ლაქებს და კარიკატურულ სილუეტებს, რაც დამოკიდაბული იქნება იმაზე, თუ სად შეეხება ტილო სხეულს. თანამედროვე ეპოქაში დაიწყო სუდარის აუტენტიფიკაცია, მისი შესწავლა-გამოკვლევა ყველაზე დახვეწილი მეთოდებით. ექსპერტებმა პირველ რიგში დაადგინეს დამზადების დრო. პირველი დამადასტურებელი ეს არის თავათ სუდარა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო ე.წ. "დამასკო", რომელიც მზადდებოდა მხოლოდ I საუკუნემდე; მეორე დამადასტურებელია პილატეს მონეტა, რომელიც თვალებზე ჰქონდა დადებული სხეულს. მონეტა ძალზედ მკაფიოდ არის აღბეჭდილი სუდარაზე, იმდენად მკაფიოდ, რომ მეცნიერებმა შესძლეს გრავიურაზე ორთოგრაფიული შეცდომის აღმოჩენა. ნუმიზმატებმა რამოდენიმე ასეთი მონეტა მოიძიეს, რომლებიც ზუსტად ადასტურებენ დამზადების დროს - I ს. ქრისტეშობიდან. დადგინდა ასევე გეოგრაფიული მდებარეობა. ექსპერტებმა გამოიკვლიეს ქსოვილზე არსებული ნივთიერებები. დადგინდა, რომ სულ 49 მცენარის ნაშთია შემორჩენილი; მათში 12 ენდემური მცენარის, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში იზრდება, მკვდარი ზღვის უდაბნოს ბასეინში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათრახის 98 კვალი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები 1ს.-ში; ხელ-ფეხზე ლურსმნის 4 ნაიარევი და სხვ. მეცნიერებმა განსაზღვრეს წონა: დაახ. 79 – 80 კგ. სიმაღლე: 180 სმ.; სისხლი: IV ჯგუფი, რეზუს-უარყოფითი.

მეცნიერთა მტკიცებით გამოსახულების უბრალო ნაჭერზე გადასვლა ყოვლად შეუძლებელია... ასეთი რამ მხოლოდ ჰიროსიმაში და ნაგასაკში მოხდა როდესაც ატომური გამოსხივების შედეგად ადამიანთა გამოსახულებები კედლებზე გადავიდა..ასე რომ მაცხოვრის აღდგომის მომენტში რაგაც უდიდესი ნათება იყო და ეს ნათება წამოსული იყო სუდარის შიგნითა მხრიდან რადგან გარეთა ფენებზე ნაკლებადაა გამოსახულება გადასული... თქვენ წინაშეა უდიდესი ფაქტი იესო ქრისტეს სასწაულებრივი აღდგომის შესახებ...აგრეთვე მისი აღსასრულის ამსახველი ზუსტი მტკიცებულება...