суббота, 19 декабря 2009 г.

Shroud of Turin - ტურინის გარდასახვა

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ძალიან საინტერესო და ყოველი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვან ამბავზე... ტურინის გარდასახვა ანუ მაცხოვრის იესო ქრისტეს უკანასკნელი სამოსი.. ტილო რომელშიც იესო დაკრძალვისას გაახვიეს და შემდეგ ზუსტად ეს ტილო დარჩა საფლავში როდესაც უფალი მკვდრეთით აღსდგა..

1898 წ. 28 მაისს სუდარა გამოიტანეს რელიგიური ხელოვნების გამოფენაზე ქ. ტურინში, სადაც ის გადაიღო იტალიელმა ადვოკატმა და ფოტომოყვარულმა სეკონდო პიამ. მან გააკეთა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50X60 სმ). ფირის გამჟღავნებისას კი მოხდა იმ დროისთვის მეცნიერულად აუხსნელი და წარმოუდგენელი მოვლენა: ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი და კეთილშობილი სახის მამაკაცის პოზიტიური ფოტოგრაფიული გამოსახულება. ამ უჩვეულო მოვლენის შემდგომ სუდარით განსაკუთრებულად დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები. თანამედროვე ფოტოგრაფიებზე ძალზედ მკაფიოდ ჩანს სისხლჩაქცევები, ამოგლეჯილი წვერი თუ სხვა დანარჩენი ჭრილობები. მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ სმირნისა და ალოესაგან დამზადებულ ნელსაცხებელს თუ წავუსვამთ მიცვალებულს, ანაბეჭდები მართლაც გადავა სუდარაზე, მაგრამ ასეთ ანაბეჭდებს არ ექნებათ სხეულის კონტურის სწორი მოხაზულობა. ასეთი ანაბეჭდები დაემსგავსებიან ლაქებს და კარიკატურულ სილუეტებს, რაც დამოკიდაბული იქნება იმაზე, თუ სად შეეხება ტილო სხეულს. თანამედროვე ეპოქაში დაიწყო სუდარის აუტენტიფიკაცია, მისი შესწავლა-გამოკვლევა ყველაზე დახვეწილი მეთოდებით. ექსპერტებმა პირველ რიგში დაადგინეს დამზადების დრო. პირველი დამადასტურებელი ეს არის თავათ სუდარა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო ე.წ. "დამასკო", რომელიც მზადდებოდა მხოლოდ I საუკუნემდე; მეორე დამადასტურებელია პილატეს მონეტა, რომელიც თვალებზე ჰქონდა დადებული სხეულს. მონეტა ძალზედ მკაფიოდ არის აღბეჭდილი სუდარაზე, იმდენად მკაფიოდ, რომ მეცნიერებმა შესძლეს გრავიურაზე ორთოგრაფიული შეცდომის აღმოჩენა. ნუმიზმატებმა რამოდენიმე ასეთი მონეტა მოიძიეს, რომლებიც ზუსტად ადასტურებენ დამზადების დროს - I ს. ქრისტეშობიდან. დადგინდა ასევე გეოგრაფიული მდებარეობა. ექსპერტებმა გამოიკვლიეს ქსოვილზე არსებული ნივთიერებები. დადგინდა, რომ სულ 49 მცენარის ნაშთია შემორჩენილი; მათში 12 ენდემური მცენარის, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში იზრდება, მკვდარი ზღვის უდაბნოს ბასეინში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათრახის 98 კვალი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები 1ს.-ში; ხელ-ფეხზე ლურსმნის 4 ნაიარევი და სხვ. მეცნიერებმა განსაზღვრეს წონა: დაახ. 79 – 80 კგ. სიმაღლე: 180 სმ.; სისხლი: IV ჯგუფი, რეზუს-უარყოფითი.

მეცნიერთა მტკიცებით გამოსახულების უბრალო ნაჭერზე გადასვლა ყოვლად შეუძლებელია... ასეთი რამ მხოლოდ ჰიროსიმაში და ნაგასაკში მოხდა როდესაც ატომური გამოსხივების შედეგად ადამიანთა გამოსახულებები კედლებზე გადავიდა..ასე რომ მაცხოვრის აღდგომის მომენტში რაგაც უდიდესი ნათება იყო და ეს ნათება წამოსული იყო სუდარის შიგნითა მხრიდან რადგან გარეთა ფენებზე ნაკლებადაა გამოსახულება გადასული... თქვენ წინაშეა უდიდესი ფაქტი იესო ქრისტეს სასწაულებრივი აღდგომის შესახებ...აგრეთვე მისი აღსასრულის ამსახველი ზუსტი მტკიცებულება...

Комментариев нет:

Отправить комментарий