суббота, 19 декабря 2009 г.

Albert Einstein - ალბერტ აინშტაინი


პირველი სტატია დავუთმოთ პატარა ტვინიკოსს :) , გერმანელ ფიზიკოს(თეორეტიკოსს) ალბერტ აინშტაინს რომელმაც სრულიად შეცვალა კაცობრიობის ხედვა სამყაროს შესახებ.. მისი სახელი ყველასათვის ნაცნობია მაგრამ ვინმე ინგლისელი ედინგტონის შესახებ თუ გაგიგიათ ? რა თქმა უნდა არა.. :)                        

აი ერთი ძალიან საინტერესო კინო მასში ნაჩვენებია აინშტაინის კარიერის დასაწყისის შესახებ..თუ როგორ გააკეთა მან თავისი პირველი აღმოჩენა რომელსაც გრავიტაციის ახალი კანონი ეწოდა და ასე ვთქვათ დაჯაბნა ნიუტონის კანონი გრავიტაციის შესახებ რომლისაც აინშტაინამდე ყველას სჯეროდა მაგრამ აინშტაინს არაფერი გამოსდიოდა სანამ ინგლისელმა ფიზიკოსმა ერთი უცნაური შეკითხვა არ დაუსვა ? :]  

http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=GOHNJ 

საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) ღებულობს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.

იმავე წელს ის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში (ციურიხი) ცდილობს ჩაბარებას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იჭრება და ინსტიტუტში ვერ ხვდება. ამის შემდგომ ოჯახი მას აარაუში, შვეიცარია, აგზავნის საშუალო სკოლის დასამთავრებლად და 1896 წლის სექტემბერში ის დიპლომს იღებს. 1909 წელს აინშტაინი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა... ხოლო 1914 გადადის ბერლინში, სადაც წლების მანძილზე ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორია. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ (1933), აინშტაინმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პრუსიის აკადემიის წევრობაზე და აშშ-ში გადასახლდა. აქ იგი მიიწვიეს პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. 

გრავიტაციის კანონის შემდეგ შემდეგ აინშტაინმა დაადგინა ენერგიისა და მასის ურთიერთდამოკიდებულება, რომლის თანახმადაც ყოველი სხეულის ენერგია დაკავშირებულია მასასთან შემდეგნაირად: E = mc² , სადაც m მასაა, ხოლო c — სინათლის სიჩქარე. ეს თანაფარდობა თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკის საფუძველია. 

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აინშტაინმა შექმნა ნაშრომები რომლებიც გრავიტაციულ ველებს ეხებოდა..მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ათეული წლები მან ამ ნაშრომებს მიუძღვნა, მისი ბოლომდე განხორციელება მაინც ვერ შეძლო.

მისი გარდაცვალების შემდეგ დაადგინეს რომ მისი ტვინის სტრუქტურა   რაგაცით განსხვავებული იყო  ჩვეულებრივისგან კონკრეტულად რითი არ ვიცი :]] 

აგრეთვე ამბობენ რომ მას დისლექსია სჭირდა..აინშტაინი მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი და მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი. მას ორჯერ გადაეცა ნობელის პრემია..

მაგრამ სწორედ მისი გამონათქვამის შემდეგ რომლის დანახმადაც ის ატომის გაგლეჯვას შესაძლებლად თვლიდა შემდგომში ატომური იარაღი შეიქმნა...

აინშტაინს ერთგვარი ფილოსოფიურ-მეცნიერული ანდაზებიც ქონდა მაგ:                              "მე არ ვიცი რა იარაღით წარიმართება მესამე მსოფლიო ომი , მაგრამ მე ვიცი რომ მეოთხეს ადამიანები ქვებით და ჯოხებით იომებენ.."   

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მარტივად, მაგრამ არა ყველაზე მარტივად.." :)))

აბა დაწერეთ რას ფიქრობთ აინშტაინზე გენიოსი იყო იგი თუ ერთი ორი გაუვარდა და ცნობილი გახდა :) ... 

Комментариев нет:

Отправить комментарий