суббота, 19 декабря 2009 г.

2012


ოოო... 2012 არის თუ არა ამ წლის დეკემბერში მსოფლიოს აღსასრული ? ეს კითხვა ბევრად გახშირდა საზოგადოებაში მას შემდეგ რაც როლანდ ემერიჰმა ძალზედ მაღალ ბიუჯეტიანი ფილმი გადაიღო კაცობრიობის აღსასრულზე..საიდან მოიტანეს რომ აპოკალიფსი ზუსტად 2012 წლის 21 დეკემბერს უნდა მოხდეს? მაიას უკვე 500 წლის წინ გამქრალი ცივილაზაციის კალენდრისგან?? ამ კალენდარზე არაფერი არ არის ნახსენები რომ 2012 წელს სამყაროს აღსასრულია..უბრალოდ ამ ქვის კალენდარზე სრულდება ერთ-ერთი ციკლი და იწყება ახალი.. მაიას ცივილიზაციას სჯეროდა რომ ახალი ციკლის დასაწყისისას უნდა მოხდეს დიდი ცვლილებები.. მაგრამ კონკრეტულად რა ცვლილებები ცუდი თუ კარგი ეს დაწვრილებით არსადაა დაწერილი.. აპოკალიფსის შესახებ თითქმის ყველა რელიგიაში არის ნახსენები, მაგრამ კონკრეტული თარიღები არსადაა მითითებული..ბიბლიის ბოლო თავსაც სწორედ (აპოკალიფსისი) ჰქვია და მას იოანე წინასწარმეტყველი ჩვენთვის საკმაოდ გაუგებარი მინიშნებებით მოგვითხრობს, რომლის გაშიფვრაზეც უშედეგოდ მუშაობს მრავალი სწავლული.. უძველესი დროიდან ადამიანის გონებაში არის ის აზრი რომ როდესღაც ყველაფერი უნდა დამთავრდეს,10 საუკუნის წინათ როდესაც ჩვ.წ _ ით 1000 წელი სრულდებოდა მაშინაც დიდი აჟიოტაჟი იყო რომ ზუსტად ათასწლეულის დასრულებისას იქნებოდა აპოკალიფსი, იგივე სიტუაცია იყო 2000 წლის დამდეგს,მაგრამ არაფერი არ მოხდა, რა თქმა უნდა ყველაფერი რასაც აქვს დასაწყისი აქვს დასასრულიც მაგრამ უკვალოდ არაფერი არ ქრება და ზუსტი თარიღების დასახელება ჩვენ არ შეგვიძლია..
მსოფლიოში უკვე არის ხალხის გარკვეული ჯგუფები რომლებიც ამ თარიღებზე თამაშით არცთუ ისე ცოტა ფულს შოულობენ.. მაგალითად ერთ-ერთ ამერიკულ საიტზე "გადარჩენის ბილეთები" თამაშდება და ლატარიის ბილეთიც გარკვეული თანხა ღირს.. :D გაგეცინებად მაგრამ ეს სიმართლეა და ისეთი ხალხიც არსებობს ვინც ამ ბილეთებს იძენს..მოკლედ ესეა ადამიანს რისიც უნდა რომ სჯეროდეს იმას იჯერებს და სამყაროს აღსასრული კი დიდ ქვეცნობიერ ინტერესს იწვევს ადამიანში ამიტომაა ასეთი ხმაური ჩემი აზრით 2012 ის შესახებ...როდის დამთავრდება ჩვენი უაზრო თუ აზრიანი სიცოცხლეები ამას დაზუსტებით ვერავინ იტყვის ... :)

1 комментарий: